01:25 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 22:18:11, 1362 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი: პოლონეთი ლტოლვილებს არ მიიღებს, ქვეყანაში მათი შეშვების შესაძლებლობას ვერ ვხედავ

პოლონეთი ლტოლვილებს არ მიიღებს, მათი ქვეყანაში შეშვების შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ბეატა შიდლომ პოლონურ მედიაში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის მიერ შემუშავებული სქემის კვოტების მიხედვით გადასანაწილებელ ლტოლვილებს პოლონეთი არ მიიღებს. მან იქვე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ რამდენიმე ათასი ლტოლვილის მიღების შესახებ განაცხადა, მაგრამ ეს იყო ნებაყოფილობით საფუძველზე და ამჟამად ის ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

"28 ქვეყანა შეთანხმდა ლტოლვილთა წევრ-ქვეყნებში პროპორციული განთავსების მეშვეობით საემიგრაციო კრიზისის მოგვარებას, მაგრამ მე გეტყვით ძალიან ნათლად, რომ მიგრანტთა პოლონეთში შეშვების შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ" - განაცხადა ბეატა შილდომ.

ცნობისთვის, პოლონეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პოლონელთა 78% ლტოლვილთა მიღების წინააღმდეგია. ისინი მიიჩნევენ, რომ სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილთა მიღება პოლონეთის უშიშროებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics