05:30 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-27 12:02:58, 2920 ნახვა

კომენტარი
ბარამიძე - 32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა მოახდინეს სოხუმის ოკუპაცია

„დღეს 27 სექტემბერია, 32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა მოახდინეს სოხუმის ოკუპაცია. დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ - სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით.“- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ

„დღეს 27 სექტემბერია, 32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა მოახდინეს სოხუმის ოკუპაცია. დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ - სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენი დაბრუნების გზა ჩვენ გვესახება, რომ არის საქართველოს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ამის მეშვეობით საქართველო შეძლებს თავის მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ყველა დევნილის და ლტოლვილის თავის სახლ-კარში დაბრუნება, ამისათვის კი საჭიროა საქართველოში გაბატონებული რუსეთის მეხუთე კოლონის, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოცილება, ამიტომ ეს ყველაფერი არის ურთიერთკავშირში და ჩვენი ვალია საქართველო გავათავისუფლოთ ჯერ თბილისში და შემდგომ გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მიგვიყვანს სოხუმამდე და სოხუმის და აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის ასევე ბუნებრივია დეოკუპაციამდე და გათავისუფლებამდე.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობა მოიპოვეს.
Politico: აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება ევროპაში ფრთხილ ოპტიმიზმს იწვევს
ყაველაშვილმა რეჟიმის ტყვე რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოკმელაშვილი შეიწყალა
თამთა მიქელაძე - ოცნება სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics