|
2016-03-23 13:50:16, 610 ნახვა
საზოგადოება
ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საზოგადოებრივ ცენტრებში ახალგაზრდულ პროექტებს განაგრძობს. ნუკრიანში პროექტ - „წიგნის კლუბის“ ფარგლებში, მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ. ახალგაზრდებმა იმსჯელეს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკოსი ავტორებისა და მათი შემოქმედების შესახებ; ისაუბრეს პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში წიგნიერების მნიშვნელობასა და როლზე. შეხვედრას ნუკრიანში გამართული ლიტერატურული კონკურსის - „წიგნის თაროს“ გამარჯვებული გუნდის წევრებიც დაესწრნენ, რომლებმაც სტუმარს საინტერესო და აქტუალური კითხვები დაუსვეს. როგორც ცნობილია, „წიგნების თარო“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი შემეცნებით-გასართობი გადაცემაა, რომლის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძეა. ამ ტელეთამაშის ანალოგიური ტურები ნუკრიანში ხშირად იმართება. მისი თემატიკა მხატვრული ლიტერატურაა და შესაბამისად, გამარჯვებისთვის მთავარი წიგნიერებაა. ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ თამაშში მონაწილეები ერთმანეთს მსოფლიო ავტორების წიგნების გამოცნობაში ეჯიბრებიან. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი, სამოქალაქო და შემეცნებითი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში პროექტები მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება კი საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)