|
2025-09-16 08:18:51, 2736 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ქალაქ ღაზაზე სახმელეთო შეტევა დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ქალაქ ღაზას ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო. Axios-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ ამოძირკვაა. გამოცემა წერს, რომ შეტევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ნეთანიაჰუს კაბინეტის მაღალჩინოსან წევრებს შორის გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო. „უნდა გვახსოვდეს, ვისთან გვაქვს საქმე — ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ძალადობასა და ბარბაროსობას მიუძღვნეს. რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, რომ არსებობდეს ამის დასრულების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზა, ასევე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ეს შესაძლოა, არ მოხდეს“, — აღნიშნა რუბიომ. Axios-თან საუბარში ორმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუბიომ ნეთანიაჰუს უთხრა, ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სახმელეთო ოპერაციას, თუმცა სურს, რომ ის სწრაფად განხორციელდეს და რაც შეიძლება მალე დასრულდეს. „რუბიოს სახმელეთო ოპერაციისთვის ხელი არ შეუშლია“, — განაცხადა ერთ-ერთმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)