14:12 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 09:51:21, 1560 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი- უკრაინას რუსული დრონების წინააღმდეგ იაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის იაფი და სისტემური მეთოდები აქვს და მზადაა, ეს გამოცდილება პარტნიორებს გაუზიაროს.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ომი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე გადაიტანოს. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ძლიერი თავდაცვის სისტემები აქვს, უკრაინას რუსული დრონების ("შაჰედები" და "გერანები") წინააღმდეგ ბრძოლის გაცილებით იაფი და ეფექტიანი გზები აქვს.

ზელენსკის ამ განცხადებას წინ უძღოდა 10 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრა. პოლონეთმა მათი ნაწილი ჩამოაგდო, მაგრამ ერთ-ერთმა დრონმა კერძო სახლის სახურავი და ავტომობილი დააზიანა. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო
ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა კიდევ ორ სავაჭრო გემს შეუტიეს: ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics