|
2025-09-15 09:33:39, 1485 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ანიშნებს, რომ ევროპა რუსეთთან მიმართებაში საკმარისად მკაცრი არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრ პოლიტიკას არ ატარებენ. მისი თქმით, ისინი მხოლოდ საუბრობენ და არ მოქმედებენ. ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების გამკაცრება დამოკიდებულია იმაზე, მოქმედებაში მოვა თუ არა ევროპა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გაამკაცროს შეზღუდვები და შეწყვიტოს რუსული ენერგორესურსების შეძენა. კითხვაზე, დაუწესებს თუ არა ნატო რუსეთს სანქციებს, ტრამპმა უპასუხა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ აკეთებენ“. „ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. ჩვენ არ ვყიდულობთ. მათ დაწესებული სანქციები არ არის საკმარისად მკაცრი. მზად ვარ სანქციების გასამკაცრებლად, მაგრამ ევროპამაც უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, საბოლოოდ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ახლა მხოლოდ ლაპარაკობენ“, — აღნიშნა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)