03:02 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 15:28:59, 2001 ნახვა

საზოგადოება
Tester’s Day 2025 - თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

8-9 სექტემბერს, GeoSTQB-ის ორგანიზებით, პულმან თბილისმა მნიშვნელოვან და მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Tester’s Day 2025-ს უმასპინძლა.

უკვე რამდენიმე წელია, თიბისი, როგორც რეგიონის ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია, ტესტერების დღის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია. ტექ კომუნის ხელშეწყობა და გაძლიერება, თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია.

წელს, ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იყო და მოიცავდა ISTQB® ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას. დამსწრეები შეხვდნენ გლობალური კომპანიების წარმომადგენლებს, გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას; გაიმართა პანელური დისკუსიები და ინტერაქციული ვორქშოპები.

Tester’s Day 2025-ზე, თიბისის ტესტირების ინჟინრებმა ჩაატარეს ვორკშოპი სახელწოდებით - Visual Testing in Practice და ისაუბრეს თუ როგორ ყალიბდება ვიზუალური ტესტირების სწორი სტრატეგია და როგორ ინერგება ის პრაქტიკაში.

ღონისძიების გახსნაზე, აუდიტორიას მიმართა თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონის ლიდერმა, ალექსანდრე ისკონიანმა, რომელმაც ისაუბრა თიბისის როლისა და გეგმების შესახებ ტექნოლოგიების სფეროში.

Performance Testing Challenges & Best Practices - საინტერესო მოხსენება ჰქონდა თიბისის ტესტირების ინჟინერსა და ასოცირებულ პარტნიორს - ირინა ინაშვილს, რომელმაც დამსწრეებს გააცნო, როგორ იქმნება ავტომატიზაციის მოდულარული ჩარჩო და როგორ შეიძლება ვიფიქროთ ავტომატიზაციაზე, როგორც პროდუქტზე.   

Tester’s Day 2025 და მისი პრაქტიკული სესიები მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ყველა დონის ტესტერისთვის.

საერთაშორისო და ადგილობრივი ტოპ სპიკერები, რეალურ ქეისებზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარება, ინტერაქციული ვორკშოპები, QA-ს ბაზრის უახლესი კვლევა, AI-ზე დაფუძნებული თანამედროვე ტესტირების მიდგომები და საჭიროებებზე მორგებული სესიები - ეს ყველაფერი ტესტერებს მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას მოუტანს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics