07:14 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 16:17:05, 2120 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - რუსეთის გარდა, ყველა საერთაშორისო მეგობრისთვის გაწეული ხარჯი სააკაშვილის მხრიდან, დღევანდელმა მოღალატე კრიმინალთა ბანდამ არამიზნობრივად ჩათვალა

“რუსეთის გარდა, ყველა საერთაშორისო მეგობრისთვის გაწეული ხარჯი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, დღევანდელმა მოღალატე კრიმინალთა ბანდამ არამიზნობრივად ჩათვალა, რომლებიც დაეპატრონნენ ქვეყანას და ცდილობენ საქართველო დასავლელი მეგობრებისგან ჩამოაშორონ.“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

 “მიმართონ აშშ-ის მთავრობას, პოლონეთის მთავრობას იმ თანხებისთვის, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოიყენა იმისთვის, რომ ემასპინძლა აშშ-ის საგარეო

მდივნისთვის, რომ ჩასულიყო სამგლოვიარო ცერემონიაზე პოლონეთში, რაზეც ჩვენ სულ ცოტახნის წინ ვესაუბრეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ის აღშფოთდა, რომ კაჩინსკის სამგლოვიარო ცერემონიაზე გადახდილი თანხები, ე.წ გვირგვინი შეყვანილია ვითომ არამიზნობრივ ხარჯებში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაიწეოდა იმისთვის, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა სახე საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს ჰყოლოდა საერთაშორისო მეგობრები

, რუსეთის გარდა არამიზნობრივად ჩაითვლება დღევანდელი მოღალატე კრიმინალთა ბანდის მიერ, რომელიც დაეპატრონა ქვეყანას და ცდილობს საქართველოს ჩამოაშოროს ყველა დასავლელ მეგობარს და დარჩეს ოკუპანტი ქვეყნის ამარა, ასევე კომუნისტური ჩინეთის, ირანის, რომლის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფებოდნენ, სადაც გაისმოდა შეძახილები სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics