|
2025-09-08 15:58:02, 1282 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუს განცხადებით, ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ. ნეთანიაჰუმ, რომელიც სროლის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილები სწრაფად გამოჯანმრთელდებიან. მისი თქმით, ისრაელმა წელს ასობით თავდასხმა აღკვეთა, თუმცა დღეს დილით ამის გაკეთება ვერ შეძლო. ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, იერუსალიმში დღეს მტკივნეული და რთული დღეა. „უდანაშაულო მოქალაქეები, ბავშვები და ზრდასრულები, ცივსისხლიანად მოკლეს და დაჭრეს ქალაქის გულში მდებარე ავტობუსში. თავდასხმა გვახსენებს, რომ ჩვენ ვებრძვით აბსოლუტურ ბოროტებას და მსოფლიომ უნდა გაიგოს, რის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის თქმით, იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია ბევრი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)