|
2025-09-08 11:49:11, 910 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ევროპაზე - გამოდიან და გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, თუმცა არა იმ ორმაგი სტანდარტით, რომელიც არსებობს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ბოლო იარაღად ვიზალიბერალიზაციის საკითხი დარჩა, რომლითაც ქართველ ხალხს აშანტაჟებენ. „საქათველოს ხელისუფლება მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ოღონდ არა ისე, როგორც მათ აქვთ ორმაგი სტანდარტი - რაც მათთვის შეიძლება, თურმე ჩვენთვის არ შეიძლება. როდესაც გამოდიან და გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მომავალს და აფერხებს ევროინტეგრაციას, მარტივი კითხვა ხომ ისმის? რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი არგუმენტი და პასუხი არ მიგვიღია. უბრალოდ არის რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ქვეყანა და ხალხი დააზიანონ. ჯერ იყო და გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ შემოიტანეს მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა. ყველა ამ საკითხით ცდილობდნენ, ქვეყანაში დაპირისპირებისა და რევოლუციის მოწყობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს, რაც დარჩათ ხელში, ვიზალიბერალიზაცის თემაა და ამით აშანტაჟებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, სანამ არსებობს რუსეთ-უკრაინის ომი, არსებობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეც. „შვედეთის თუ დანიის პრემიერ-მინისტრი იყო, არ მახსოვს ზუსტად, უკრაინელ ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს გამოვიდა და გააკეთა განმარტება, რომ უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ერთსა და იმავე სქესიანთა ქორწინება არ იქნება დაკანონებულიო. ბევრი კომპონენტია, თუნდაც ომის დაწყება. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ კაბინეტში და პრემიერს ემუქრებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსად წასულა. სანამ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, ეს საფრთხე კვლავ არსებობს. არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ბევრჯერ ვთქვით ეს. ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს. მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენ ვიცით ორმხრივი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)