09:19 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-06 12:26:22, 888 ნახვა

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, მათ შორის 209 ძირი მცენარე „კანაფი“ - დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის, კახეთის, გურიის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, ბრალდებით დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული ლ.ფ.,1975 წელს დაბადებული გ.გ. და წარსულში ნასამართლევი პირები:1979 წელს დაბადებული გ.ჯ., 1979 წელს დაბადებული ჯ.გ.,  1969 წელს დაბადებული ზ.ბ., 1959 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული გ.ხ..

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის“  209 ძირი., „მარიხუანა“ და „ბუპრენორფინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics