|
2025-09-05 15:56:47, 1119 ნახვა
პოლიტიკა
ობახიძე - ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის
ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად", წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით ეს ადამიანები ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ყოფნისას უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. „ჩვენი მიზანი იცით, რაც არის, უნდა მომზადდეს კონსტიტუციური სარჩელი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად", წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას და ახლაც, როდესაც არიან ოპოზიციაში, ამ 13 წლის განმავლობაში, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისათვის, რომ დადგინდეს სამართლებრივი ჭეშმარიტება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ასეთმა ადამიანებმა, უცხოელმა აგენტებმა, გარე დაკვეთით, მუდმივად შფოთის რეჟიმში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს სხვა პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ გვინდა, საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა და ამისათვის, უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)