|
2025-09-02 20:09:09, 846 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წულუკიანის კომისიის მიერ მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს, სადაც მიღებულ დასკვნას ანტი-ქართულ პროპაგანდად აფასებს და ამბობს რომ ამ დასკვნას რუსეთი გამოიყენებს. "ბიძინა ივანიშვილის ანტი-ქართული, კრიმინალური, რუსული რეჟიმის უკანონო და არალეგიტიმურმა "პარლამენტმა“ დღეს წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნა განიხილა. დასკვნა მთლიანად რუსეთის მრავალწლიან ანტი-ქართულ პროპაგანდას ეფუძნება, კერძოდ: 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუცია შეფასებულია არა როგორც, ქართველი ხალხის სუვერენული ნების გამოვლენა, არამედ "გარე ძალების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალება“ 2004 წლის მაისში აჭარაზე საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა შეფასებულია, როგორც „აჭარაში სააკაშვილის დიქტატურის დამყარება“ 2004 წელს ერგნეთის კონტრაბანდული ბაზრობის მოშლა შეფასებულია, როგორც "სამშვიდობო პროცესისათვის ხელის შეშლა“ 2006 წელს კოდორის ხეობაში უკანონო ბანდფორმირებების განიარაღება და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა შეფასებულია, როგორც უარყოფითი მოვლენა. საქართველო დადანაშაულებულია 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებაში. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილის ანტი-ქართული, რუსული რეჟიმის ამოცანა ქართველი ხალხის სუვერენული ნების გაუქმება, მისი რუსეთის ინტერესებზე დაქვემდებარება და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ფიქციად ქცევაა. ასეთ ქვეყანას ივანიშვილი რეჟიმი, დასავლეთისგან სრული იზოლირების პირობებში, სრულიად დაუცველს ხდის რუსეთის წინაშე. წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს, რომ 2008 წელს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრასთან დაკავშირებით ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოების საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ დააყენოს. რუსეთის საბოლოო მიზანი საქართველოს სრული დესუვერენიზაცია და ტერიტორიული დანაწევრებაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წინ აღუდგება რუსეთისა და საქართველოში მისი მარიონეტული რეჟიმის ამ გეგმას. 2004-2012 წლების საქართველო, მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობით, არის გარღვევა რუსული ორბიტიდან დემოკრატიული ევროპისაკენ. ქართული ოცნება არის რუსული შურისძიება ქართველი ხალხის მიერ 2003 წლის ნოემბერში გამოვლენილ ნებაზე, იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ქართველი ხალხის ეს ნება შესრულდება აუცილებლად! ძალა ერთობაშია!" - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)