05:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-29 10:46:59, 590 ნახვა

ბრენდინგის საფუძვლების ვორკშოპი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - ორგანიზატორი BOG-ია

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, ბრენდის დიზაინერის, ერეკლე ინაშვილის ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი "ბრენდინგის საფუძვლები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" 15 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. იგი 4 სთ-იან პრაქტიკულ სამუშაო სესიას წარმოადგენს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბრენდინგის პროცესების შესახებ ინდივიდუალური ხედვების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. 

ვორკშოპის მონაწილები პროდუქტის იდენტობის შესაქმენლად პრაქტიკულ მაგალითებსა და მეთოდებს მოისმენენ. ამასთანავე, ვორკშოპზე:

  • მიიღებენ საბაზისო ცოდნას ბრენდინგის საწყისებზე 
  • გაიგებენ, რა არის ბრენდის არქეტიპული მოდელი და უნიკალური განმასხვავებელი ნიშანი
  • გაეცნობიან პრაქტიკულ მაგალითებს, ბრენდის ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად.

"საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, მათ გავუზიაროთ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც კონკურენტულ გარემოში გაძლიერებასა და სწორად პოზიციონირებაში დაეხმარებათ. ვორკშოპები, როგორიცაა ამჯერად ბრენდინგის საფუძვლები, შექმნილია იმისთვის, რომ მეწარმეებმა  საკუთარი ბრენდის უნიკალური ღირებულება უკეთ გაიაზრონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას". - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში გაიმართება.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics