00:19 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-28 13:35:45, 1531 ნახვა

საზოგადოება
არქიმანდრიტი დოროთ სამართლის დამცველები ქალებს სახეში აფურთხებენ, თავისუფლება საპყრობილეში მყოფ მზიას და ნინოს

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მადლობა უხდის და მარიამობის დღესასწაულს ულოცავს ყველა იმ ქალს, რომელიც სიმართლისთვის იბრძის - "მინდა ჩვენს პრეზიდენტს სალომეს, საპყრობილეში მყოფ მზიას და მასწავლებელ ნინოს მივულოცო".

დღეს ჩვენი ბევრი "ბრჭყალებში მართლმორწმუნე" ხალხს ექცევა ისე, როგორც მას ექცეოდნენ ძველ აღთქმაში. და უფრო უარესი, სამართლის დამცველები ქალებს სახეში აფურთხებენ და მე მინდა, რომ ყველა იმ მებრძოლ ქალს, განსაკუთრებით ჩვენს პრეზიდენტს სალომეს მივულოცე, მინდა მზიას მივულოცო, მასწავლებელ ნინოს მივულოცო და მივულოცო ყველა არასამთავრობოს და ჟურნალისტ ქალს და ყველას, ვინც იბრძვის სიმართლისთვის, რადგან მე გახარებული ვარ. გახარებული ვარ იმით, რომ ასეთი მოაზროვნე, ასეთი ძლიერი ქალები, გონონები გვყავს ქართველს ერს და ეს არის ქრისტეს მიერ ჩვენი დაფასება, რომ აი ასეთი ძლიერი ქალბატონები მოგვივლინა დღეს. მივულოცავ მათ, დღეს არის მათი ამაღლების დღე და ღმერთმა ქნას, რომ ყველა ქართველმა კაცმა ისწავლოს ქალის მოპყრობა ქრისტესმიერი...დღეს ყველა ქალი იდევნება... საქართველოში არასამთავრობოს წარმომადგენელი ქალები არიან დემოკრატიის აგენტები, მათ სიტყვას გამოვიყენებ. იმათ შემოაქვს დემოკრატია, იმათ შემოქავთ ქალთა უფლებები, იმათ შემოაქვთ თანასწორობა და ამიტომ იდევნებიან.  ჩვენ, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ქალის პატივისცემა. ღმერთმა ყველა ქალს, საპყრობილეში მყოფს - მზიას, ნინოს და ყველას მისცეს თავისუფლება", - თქვა ქადაგებისას არქიმანდრიტმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics