08:11 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-26 11:19:33, 1366 ნახვა

კომენტარი
არქიმანდიტი დოროთე - თქვენთან ერთად ვდგავარ საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც სიმართლისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის. ამის შესახებ სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს.

არქიმანდრიტი საზოგადოებას თანადგომისთვისაც უხდის მადლობას და აღნიშნავს, რომ ქართველები და უკრაინელები ერთად დგანან საქართველოსა და თავისუფლების სადარაჯოზე. 

მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ.
მინდა გითხრათ, რომ, თქვენ ჩემ გვერდით დგახართ და მე თქვენ გვერდით ვდგავარ ჩემს და თქვენს ქრისტესთან ერთად. და ჩვენ, ყველა ერთად, ვინც ნათელ მხარეს ვართ, ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოს სადარაჯოზე, არამედ წარსული, აწმყო და მომავალი საქართველოსი.
გაერთიანდით, გაძლიერდით და დაიცავით ჩვენი დიდებული საქართველო. მადლობა, რომ ასეთი გონიერები და უშიშრები ხართ. მე თქვენი აღმოჩენით საქართველოს უდრეკი სული აღმოვაჩინე და ასეთი გახარებული არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ვყოფილვარ. საქართველო ცოცხალია.
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება ქართველ და უკრაინელ გმირ ხალხს!
ჩვენ გამარჯვებულები ვართ, - წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics