08:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 16:16:33, 816 ნახვა

ეკონომიკა
ბრუნო ბალვანერა: საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ  საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი  სიახლეები ყველა მხარის მიერაა მოწონებული.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ეკონომიკის  ბევრ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას -გამარტივდება  საგადასახადო სისტემა და დაბეგვრის რეჟიმი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება რეინვესტირების წახალისება.

„მინდა შევაფასო კონსულტაციების ფორმატიც. ხელისუფლებას ძლიან მჭიდრო  კომუნიკაცია ჰქონდა კერძო სექტორთან. ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრებები და წინადადებები. დღევანდელ შეხვედრაზე შედგა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მიღება მოხდება წელს, ხოლო ამოქმედება 2017 წლის 1 იანვარს“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

მისი თქმით, რეფორმის მომავალი წლიდან ამოქმედება საშუალებას მისცემს, როგორც ხელისულებას ისე კერძო სექტორს კარგად მოემზადოს ამ რეფორმისთვის - ერთი, მხრივ, ხელისულებამ კანონპროექტის მიღების შემდეგ  უნდა დახვეწოს კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც მოხდება ამ ინიციატივის აღსრულება, მეორე მხრივ, ბიზნესმა უნდა მოახდინოს ადაპტაცია და ყველა იმ ინსტრუმენტის ათვისება, რომელიც საჭირო იქნება ახალი მოდელით გადასახადების დეკლარირებისა და გადახდისათვის.

„ყველაფერი ეს მოითხოვდა  დროის დამატებით  რესურსს,  დღეს ჩვენ რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ", - აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics