|
2025-08-15 10:38:03, 1901 ნახვა
საზოგადოება
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის
დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარებიდან, საკმაოდ დიდმა ნაწილმა - უმრავლესობამ მიმართა სახელმწიფო სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში შეძლებს. მისივე თქმით, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მიმართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 22 აგვისტოს ჩათვლით, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ჩაირიცხონ სახელმწიფო პროგრამაში. „დაახლოებით, 100-მდე ადამიანს, ვერ დაერთო ნება მომსახურების გაგრძელებაზე, სხვადასხვა მიზეზთა გამო. მაგალითად, მოგვმართა, პირებმა რომელთა შესახებაც ინფორმაცია შესაბამისმა კერძო დაწესებულებებმა არ დაადასტურა. ასევე ადამიანებს, რომლებიც არიან ინციდენტური მომხმარებლები. მათ შეეძლებათ რომ ცალკე, დამოუკიდებლად მომართონ სახელმწიფო ცენტრებს და გაიარონ შესაბამისი პროცედურები. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ერთი პირი რეგისტრირებულია სულ მცირე 2 კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად, ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. არის სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც, მაგალითად პაციენტის მიერ და ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებში სხვაობა დოზების შესახებ. რამდენად დიდია ასეთი შემთხვევების გავრცელება კონტიგენტში, ვისაც არ ჩვენთვის არ მოუმართავს, ამის თქმის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. მინდა, ვთხოვო ყველა ბენეფიციარს, ვისაც მიღებული აქვს დადასტურება სახელმწიფოს ცენტრებში მომსახურების მიღების შესაძლებლობაზე, მიაქციონ ყურადღება ცენტრებში მისვლის დროს და დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები. მათ შორის, რა თქმა უნდა, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი“ თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 22 აგვისტოს ჩათვლით, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა მინისტრმა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)