|
2025-08-13 12:03:50, 1242 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტობრივად მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათხოვრობს ლეგიტიმაციაზე, მაგრამ ვერსად ვერ პოულობს მას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც, საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ და მასში ხაზგასმით არის აღნიშნული, თუ როგორ იზღუდება თავისუფლება ქვეყანაში. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ნეგატიური ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ავტოკრატიული და დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს. ის აპატიმრებს ჟურნალისტებს, ზღუდავს ყველა ფორმის თავისუფლებას და დევნის თავისუფალ აზრს. „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი რეჟიმი დევნის თავისუფალ ქართველებს, ოპონენტებს და მთელს ჩვენს საზოგადოებას. ანგარიში აგრეთვე ამხელს სისტემურ ძალადობას და წამებას პოლიციის მხრიდან. ეს არის ანგარიში, რომელიც რამდენჯერმე ახსენებს ე.წ. ტიტუშკებს და „ქართული ოცნების“ რეჟიმს ამხელს, როგორც ნაცრისფერ, ბოროტმოქმედ, კრიმინალურ სინდიკატს, რომლის ძალაუფლებაც ემყარება მხოლოდ და მხოლოდ „ტიტუშკების“ ბოგინს საქართველოს ქუჩებში. ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დასკვნა წარმოადგენს უმკაცრეს ვერდიქტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სამსჯავროზე და პირდაპირ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის რეჟიმი, რომელიც სისტემურად ესხმის თავს საკუთარ მოქალაქეებს და თავისუფლების უკლებლივ ყველა გამოხატულებას და გამორჩეულად ემტერება საქართველოს პრო-დასავლურ საზოგადოებას“, - განაცხადა მან. გეგელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვერასდროს შეძლებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაალაგოს. „ამ ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი საკვანძო რამ. პირველი, ამერიკასთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერანაირი დალაგება ვერ მოხდა. ივანიშვილი და „ოცნების“ ქოსატყუილა ხელისუფლება არის იზოლირებული და ყველასაგან მიტოვებული. მეორე, 19 ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპარლამენტის ორი განცხადების გაგრძელებად ეს ანგარიში არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ არ არსებობს და არ იარსებებს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციის არავითარი შესაძლებლობა, თუკი არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები. ბრძოლა ბოლომდე, მსოფლიო არის ჩვენს გვერდით“, - განაცხადა გეგელიამ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის მდგომარეობას აფასებს, ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო „ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას ახდენდა, ასევე დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.“ ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენ ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად და დასასჯელად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, „ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას და „წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.“
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)