05:17 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 11:59:42, 1292 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს იყო ღალატი

ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნა, უტყუარი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს იყო ღალატი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერმა მიაყენა უმძიმესი დარტყმა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„დღეს, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის, ეს არის ტალიავინის დასკვნა, რომელიც რეალურად მოიწონა მაშინ „ნაცმოძრაობის" რეჟიმმა, სადაც საუბარია სწორედ იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ასევე, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა მაშინ ევროპის საბჭოს მიერ, პრაქტიკულად, ერთსულოვნად, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, სწორედ, სააკაშვილის რეჟიმმა. ასევე, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საომარი მოქმედებების გამოცხადების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთი საქართველოში. ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა აგენტურულმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი და მიაყენა უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ღალატი,"- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში ფაქტების ქრონოლოგიაა ასახული, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს გახსნა არტილერიული ცეცხლი მაშინდელმა რეჟიმმა ცხინვალზე და ამას მეორე დღეს მოჰყვა საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა.

„თეორიულად, ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ხვალ ცხინვალზე ან სოხუმზე, დაიწყება ომი. რაც სიმართლეა - ასახულია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც წერია, რომ იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში, მას შემდეგ, რაც გაუფრთხილებლად მიიტანა მაშინდელმა რეჟიმმა შტურმი ცხინვალზე. როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო, მაშინდელი რეჟიმი დილიდან სიამაყით გვიცხადებდა, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, მიიწევდნენ წინ ცხინვალისკენ, ცხინვალში იყვნენ შესულები, როკის გვირაბისკენ - ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ ისინი ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისთვის ახორციელებდნენ შეტევით მოქმედებებს. სააკაშვილის პარტიამ ჩაიდინა უმძიმესი ღალატი, რასაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, შეეწირნენ სამშობლოს და სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ რომ ჩავიდინოთ ღალატი, ხვალ რომ დავიწყოთ ასეთი ოპერაცია, ავანტურაზე რომ წავიდეთ და ხელი მოვაწეროთ დავალებას გარედან, რა თქმა უნდა, აქაც სამხედროები ჩაერთვებიან ომში და ისინი შეეწირებიან სამშობლოს, მაგრამ ეს ჩვენს ღალატს ბუნებრივია არ გაამართლებს, იგივე გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ფაქტი არის ერთადერთი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელსაც ასევე ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ და ამ დოკუმენტში წერია, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა რეჟიმმა.

„დანარჩენი არის „ნაცობა". „ნაცობა" ნიშნავს ლოგიკიდან ამოვარდნას. „ნაცი" რომ ხარ, ეს ნიშნავს - ან ვერ აზროვნებ, ან არ აზროვნებ, ეს არის „ნაცობა". „ნაციონალური მოძრაობის" სამარცხვინო პარტიას შეეწირნენ გმირი ჯარისკაცები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი