15:51 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-07 17:23:52, 2499 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ან სიყალბის ნაწილი ვართ

ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, „პოლიტიკაში არ ვერევი” და „პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის”- ეს არაა პასუხი, რადგან ახლა გაჩუმების დრო არ არის.

„მზია ამაღლობელზე დადებული ცნობილი ადამიანების FB „ქარდები“ ვნახე, სადაც მის გათავისუფლებას ითხოვენ. კარგია ეს, ამ რეალობაში ესეც დასაფასებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ, იქნებ მეტიც შეძლოთ? მხოლოდ ჯოჯოხეთურ მომენტებში რომ ჩნდებით და აფიქსირებთ პოზიციას, და შემდეგ ისევ ქრებით, შემდეგი ჯოჯოხეთური მომენტის დადგომამდე, იქნებ ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აღარ დამთავრდა ასეთი ჯოჯოხეთური მომენტები? პირიქით, ჩვენს გარშემო რეალობა იქცა უკვე სრულ ჯოჯოხეთად. როცა მთელი ქვეყანა ღრიალებს, მაგ დროს ერთი წინადადების გასროლა, მოვალეობის მოხდის გემოს ტოვებს. უკაცრავად, საწყენად არ ვამბობ. არავის განაწყენების სურვილი არ მაქვს, მაგრამ გაჩუმებასაც ვერ ვახერხებ, დრო აღარ მაქვს. „პოლიტიკაში არ ვერევი” და „პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის”- ესეც არაა პასუხი, არც ჩემი არ არის. გავჩუმდებით მე-12 პენიტენციური და გარეთ კიდევ 4-5, პოლიტიკოსს რომ ვეძახით და მერე რა ხდება? მერე ვისი საქმეა პოლიტიკა? ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ. ასეთი დროა",- წერს ზურაბ ჯაფარიძე წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics