|
2025-08-07 11:21:37, 1276 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი - ომის შედეგებს კვლავ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხაზთან მცხოვრები ხალხი
2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლისთავზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ომის შედეგებს დღესაც მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები. იოსელიანი ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე მდგომარეობას — 1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად საქართველოში 299,172 დევნილი რჩება, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ეძლევათ საკუთარი სახლების დაბრუნების შესაძლებლობა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს 3 594 მოქალაქე: 2 024 აფხაზეთის, ხოლო 1 570 — ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამ დროისთვის ცხინვალში კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 9, ხოლო აფხაზეთში — 4 მოქალაქე. სახალხო დამცველის განცხადებით, ყოველდღიურ პრობლემად რჩება ე.წ. ბორდერიზაცია — ცხინვალის რეგიონში მავთულხლართები უკვე 60 კმ-ზეა გადაჭიმული, ხოლო აფხაზეთში ხელოვნური ბარიერები 50 კმ-ს აღემატება. იოსელიანი განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას განათლების პრობლემებზე: გალისა და ახალგორის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად აკრძალულია, მშობლიური ენა კი მხოლოდ როგორც უცხო ენა ისწავლება, რამაც მოსწავლეთა რაოდენობის კლებაც გამოიწვია. "სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგის წარმოებას და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინიციატივებისა და მიდგომების წახალისებას“,-აღნიშნულია ლევან იოსელიანის განცხადებაში. ომბუდსმენი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს დიალოგს და უფლებებზე დაფუძნებული ინიციატივების გაძლიერებას.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)