|
2025-08-07 11:20:31, 1257 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი აგვისტოს ომზე - 17 წლის თავზე გვაქვს უკომპრომისო ბრძოლა რეალურ რუსულ ხელისუფლებასთან
17 წლის თავზე გვაქვს უკომპრომისო ბრძოლა რეალურ რუსულ ხელისუფლებასთან - ამ ბიჭების ხსოვნის პატივსაცემად, ამ ბიჭების სულებისათვის ვალდებული ვართ, გამარჯვებამდე ვიბრძოლოთ! - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. ხაბეიშვილის თქმით, „ამ ბიჭების სისხლმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს და საქართველო იმ ოკუპაციისგან უნდა გათავისუფლდეს, რასაც ბიძინა ივანიშვილი მის რუსულ დაჯგუფებასთან ერთად აკეთებს“. „17 წელი გავიდა მას შემდეგ, როცა ვაჟკაცი ბიჭები ჩვენი ქვეყნის მტრებს რუსებს ეკვეთნენ და მთელი საქართველოს ოკუპაციის შესაძლებლობა არ მისცეს. სამწუხარო რეალობაა, რომ 17 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, პუტინთან ერთად მოახერხა და დღეს რუსულ ხელისუფლებას მთელი საქართველო აქვს ოკუპირებული. ჩვენ 17 წლის თავზე ნათლად დავინახეთ როგორ ასამართლებს რეჟიმი გმირებს და როგორ იძახის, რომ ყველაფერი მოჩვენებითი პიარისთვის იყო. წულუკიანის ღალატის კომისიამ არა გმირების ღვაწლის დაფასებით, არამედ გენერლების გასამართლებით დაგვამახსოვრა თავი. გენერლებს ეკითხებოდნენ: - საიდან ისროდით? რუსებს ბალისტიკურ რაკეტებს ესროდით? მე რომ უფლება მომცეთ პირდაპირ პუტინის რეზიდენციაში ჩავაგდებდი ბალისტიკურს და უარესსაც იმის გამო, რაც მან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს გაუკეთა და რასაც აკეთებს მსოფლიოში მისი ტერორისტული მოქმედებებით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)