|
2016-03-21 18:30:48, 643 ნახვა
საზოგადოება
ჰუმანითი ბაზარზე დამატებით 200 ხარისხიან და ხელმისაწვდომ მედიკამენტს შემოიტანს
ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება. სააფთიაქო ქსელების დიდმა ნაწილმა გასულ კვირას მორიგი ფასდაკლების შესახებ განაცხადა და ეს ფაქტი ლარის გამყარების პროცესს დაუკავშირა. ექსპერტთა ერთი ნაწილი გამძაფრებულ კონკურენციას ბაზარზე ახალი ძლიერი კომაპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას უკავშირებს. ჰუმანითის მიერ ბაზარზე იაფი პრეპარატების შემოტანამ მართლაც გამოიწვია მედიკამენტების ფასების კლება. იმის შესახებ, თუ განვითარების რა სტრატეგია აქვს კომპანიას და როგორ უყურებს კონკურენტების მიერ ფასების შემცირების პოლიტიკას, ამის შესახებ „ჰუმანითის“ გენერალური დირექტორი ანდრი კუზმა საუბრობს. მისი თქმით, ჰუმანითი საქაართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმით არის შემოსული. ხოლო კომპანიის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მომარაგდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით. „ამას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, ჩვენი ბიზნეს–გეგმის შესაბამისად, ვასრულებთ. უკვე შესულია ბაზარზე ჰუმანითის კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნდალური, ანთების საწინააღმდეგო–ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები. უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგვაქვს კიდევ 200 დასახელების პრეპარატი, რა თქმა უნდა ისინიც გაცილებით ხელმისაწვდომი ეღირება ანალოგებთან შედარებით. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის კვალდაკვალ, მოსახლეობა კარგად იგრძნობს, რომ ფასები მედიკამენტებზე შემცირდა“, – აცხადებს კუზმა. კუზმას ინფორმაციით, ბაზარზე შემოსვლამდე, კომპანიამ შეისწავლა არსებული ვითარება. „ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჯენერიული მედიკამენტების ბაზრისთვის საკმაოდ სერიოზული ნიშა არსებობდა და გრძელვადიანი გათვლით სავსებით შესაძლებელი იყო ბაზარზე დამკვიდრება და მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პრეპარატების შეთავაზება. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ პატივს ვცემთ ბაზრის ყველა მონაწილე და მივესალმებით ფაქტს, რომ მათ შეძლეს და გამონახეს საშუალება და მედიკამეტებზე ფასები დასწიეს. საქართველოში მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ვითარება სასიკეთოდ იცვლება. აქ მთავარი კიდევ სხვა მომენტია, – ფაქტია, საქართველოში სახელმწიფომ შეძლო და შექმნა ისეთი გარემო და პირობები, როცა შესაძლებელია ამა თუ იმ კომპანიამ დასახოს განვითარების გეგმა, რომელიც მედიკამენტების გაიაფების პოლიტიკაზეა დაყრდნობილი, შემოვიდეს ბაზარზე და დაიწყოს ოპერირება და ამაში მას ხელს არავინ უშლის“, – აცხადებს ანდრი კუზმა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)