05:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-31 23:50:24, 5240 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე- ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას

ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ყველა საქმეს სჭირდება მიზანი და საშუალება ამ მიზნის მისაღწევად, რომელიმე ერთის არ არსებობა შედეგს არ იძლევა. ბოიკოტი ეს საშუალება არ არის.

დღეს კახა კალაძე მესამედ დაასახელეს ქალაქის მერობის კანდიდატად. კალაძე, რომელიც არამარტო კორუფციასთან არის გაიგივებული, არამედ როგორც „ქართული ოცნების“ გენმდივანი, გამოკვეთილად ანტიდასავლური და ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.

პროდასავლურ დემოკრატიულ ოპოზიციას აქვს მიზანი - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. საზოგადოებაში ორი თემა განიხილება - ბოიკოტი და ადგილობრივი არჩევნები.

ნებისმიერი ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს კალაძის მხარდაჭერას! ეს მაშინ, როცა თბილისში 65 % ოპოზიციის ხმაა და მხოლოდ 25 % აქვს „ქართულ ოცნებას“. ამ პირობებში, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა აჩუქოს ოპოზიციის ამომრჩეველმა თავისი ხმა კორუმპირებულ კალაძეს და ამით ხელი შეუწყოს „ქართული ოცნებისთვის“, ანუ რუსული ძალისთვის თბილისის დათმობას.

თბილისი გასათავისუფლებელია! ამის საშუალება არის 4 ოქტომბრის არჩევნები და დიდი უპირატესობა ოპოზიციის სასარგებლოდ.

„ქართული ოცნების“ დემონტაჟი უნდა დაიწყოს თბილისიდან, სადაც თუ ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი გავერთიანდებით, აუცილებლად მოვიგებთ!

თბილისის გათავისუფლება გარანტირებულად ნიშნავს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნასა და მოგებას დემოკრატიული ძალების მიერ!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics