|
2025-07-31 16:58:55, 2224 ნახვა
პოლიტიკა
2025 წელს ოცნებამ 6-ჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები მიიღო, რაც სხვა პარტიებისთვის გაღებული შემოწირულობების 87%-ს შეადგენს. მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობების ოდენობა ექვსჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობების ოდენობას ერთად (1,019,578 ლარი), რაც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მკვეთრ ფინანსურ უთანასწორობაზე მეტყველებს, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. „კვლავ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების სისტემურ კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ - მათთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ მრავალმილიონიანი დოლარის ტენდერებს და იღებენ სუბსიდიებს ბიუჯეტიდან.“ შემოწირულობების განმახორციელებელმა 11 კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის, ხოლო 2016 წლიდან 422 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა 23 კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღო, ხოლო 2016 წლიდან იმავე კომპანიებმა 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს. იმავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების არცერთ დონორ კომპანიას არ მოუგია ტენდერი და მათთვის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების საბოლოო ღირებულებამ 185,447 ლარი შეადგინა. 2024 წლიდან მოყოლებული, დონორებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ მიიღო 27 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიები. საერთო ჯამში, ამ კომპანიებმა მიიღეს 71 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდიები. განსაკუთრებით თვალშისაცემია ვახტანგ კარიჭაშვილის ბიზნეს ქსელი, რომლის კომპანიებმაც 25 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, რაც სოფლის მეურნეობის სუბსიდიების 13%-ს შეადგენს. იმავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების არცერთ დონორს სახელმწიფოსგან სუბსიდია არ მიუღია. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომიდან სამი თვის განმავლობაში, რეგიონებიდან მმართველი პარტიისთვის 2,5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა შევიდა. რეგიონებიდან 3 თვის განმავლობაში ასეთი რაოდენობის შემოწირულობები უპრეცედენტოა და ეჭვს ბადებს, რომ ისინი მესამე მხარის მეშვეობით განხორციელდა, რაც კანონის დარღვევაა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში „ქართულ ოცნებას“ 168 ფიზიკურმა პირმა 6,573,370 ლარის ოდენობის თანხა შესწირა. „საერთო ჯამში, პარტიის დონორებმა 20 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა გაიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
OC Media: ელჩ ტალიაშვილის ქმარი სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს
ზურაბიშვილი: ეს იყო სისტემური რეპრესიების წელი, სამარცხვინო მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას
ბოჟაძე: ყველა სამთავრობო უწყება უნდა იყოს ერთიან სივრცეში - ასეთია გეგმა
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)