|
2025-07-24 23:31:35, 4533 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი- მე ვიცი, როგორ დავასრულო ქვეყანაში გაბატონებული დანაშაული
„ვიცი, როგორ დავასრულო ქვეყანაში გაბატონებული დანაშაული და იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებ საქართველოს დახმარებას“, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, საკუთარი დადებითი და უარყოფითი გამოცდილება შეიძლება ქვეყანას დაეხმაროს. „ბათომში, იმ სახლის მოპირდაპირედ, სადაც ალისა რამდენიმე დღით აპირებდა დასვენებას, გუშინწინ მამაკაცს ესროლეს. მახსოვს მსგავსი კრიმინალური სიტუაცია 90-იანი წლების დასაწყისში. დანაშაულის გავრცელება, მისი შეკვეთილი მკვლელობებითა და ქუჩებში „უკანონობით“, გარდაუვალია, როდესაც ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია დონ კორლეონეს, ივანიშვილის მეთაურობით, რომელიც თავის ბიზნეს პრობლემებს დაპატიმრებებით და შემდეგ ციხეში ანგარიშსწორებით წყვეტს. ამ სიტუაციაში, ისევე როგორც შევარდნაძის დროს, პოლიცია თავად გახდა დამნაშავე. ჩემი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია დავეხმარო საქართველოს. ვიცი, რომ ქვეყანაში კრიმინალურ ქაოსს დავასრულებ და იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებ საქართველოს ამ პრობლემების დაძლევაში დახმარებას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
დემოკრატებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობა მოიპოვეს.
Politico: აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება ევროპაში ფრთხილ ოპტიმიზმს იწვევს
ყაველაშვილმა რეჟიმის ტყვე რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოკმელაშვილი შეიწყალა
თამთა მიქელაძე - ოცნება სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



