|
2025-07-15 22:17:14, 2001 ნახვა
პოლიტიკა
კაია კალასი- ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით არ გვინდა, რომ ქართველ ხალხს ზიანი მივაყენოთ
„აქამდე ჩვენი პოზიცია იყო, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით არ გვსურდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება, რაც მათზე ნამდვილად იმოქმედებს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. კალასს ჰკითხეს წერილის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობას გაეგზავნებოდა. მედია დაინტერესდა წერილის შინაარსით, ასევე იმით, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი. „როგორც იცით, 2017 წლიდან ჩვენ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გვაქვს - ეს დიდი უპირატესობაა, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნებს სთავაზობს. შესაბამისად, არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ არ შეასრულა და ეს რეკომენდაციები ვიზალიბერალიზაციის მეშვიდე შეფასების ანგარიშშია ჩამოთვლილი. ახლა თითოეულ მათგანს არ წავიკითხავ, მაგრამ, მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საქართველოს მთავრობამ აიღოს ვალდებულება, დაიცვას ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. ეს მხოლოდ ერთი ქულაა რვადან. თუ საქართველოს მთავრობას აგვისტოს ბოლომდე მიეცა ვადა ამ რეკომენდაციების განსახორციელებლად, მაშინ ჩნდება კითხვა: როგორი იქნება ჩვენი რეაქცია, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება? და როდესაც ვისმენთ, რომ ოპოზიციის რვა ლიდერიდან შვიდი დააკავეს, ეს ნამდვილად არ შეესაბამება ჩემს მიერ მოყვანილ მაგალითს. აქამდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით არ გვსურს ქართველი ხალხის ზიანის მიყენება, რაც მათზე ნამდვილად იმოქმედებს. მაგრამ ამავდროულად, ეს ასევე ევროკავშირის მიმართ ნდობის საკითხია. „თუ ასეთ პრივილეგიას და ბონუსს მივცემთ ქვეყანას, რომელიც პირობებს არ აკმაყოფილებს, ამასაც უნდა მოჰყვეს შედეგები, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზას არ მისდევს და სერიოზულად არ აღიქვამს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა კაია კალასმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)