|
2025-07-15 16:15:25, 1577 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს და კაია კალასს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ღია წერილით მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს. წერილში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოში არსებული ვითარება შიდაპოლიტიკური კრიზისია, რომელიც გამოწვეულია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით; ევროპა ახალი კრიზისის წინაშე დგას, გამოწვევის წინაშე, რომელიც ეწინააღმდეგება მის დემოკრატიულ შეხედულებებს და ზიანს აყენებს მათ“. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის თქმით, სიტუაცია უკვე კრიტიკულ ზღვრამდეა მისული და თუ ევროკავშირი ამაზე ნათლად, ერთიანი პოზიციითა და კონკრეტული შედეგებით არ უპასუხებს, ის არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის საშიშ პრეცედენტსაც, როდესაც ვერავინ შეეწინააღმდეგება დემოკრატიის უკუსვლას და რუსეთის ჩარევას ევროკავშირის საზღვრებთან. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ საქართველოში არსებული სიტუაცია, ნათლად და უპირობოდ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს და გადადგან კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯები. ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სტრატეგიული მოთმინების დრო დასრულდა და ახლა საჭიროა მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის საიმედოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვზეა დევს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)