|
2025-07-09 16:01:25, 1456 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი - გვიან ღამით, ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი
გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. მისივე თქმით, დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი უმეტესობა ახდენდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციას; ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში. აქვე დავაზუსტებ, რომ რამდენიმე მათგანი არის მსხვილი ნარკორეალიზატორი. გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში. ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტ-აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში. ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „სუბოქსინი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და სხვა, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გარდა ამისა, პოლიციელების მიერ ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები. ამ დანაშაულების ჩადენისთვის, მათი დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ მიერ დაკავებული პირები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან. აქვე, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ნარკოტიკების გავრცელება, რითაც ჩვენ უამრავ მოქალაქეს ვიხსნით ნარკომანიის უმძიმესი სენისგან!“- განაცხადა გელა გელაძემ.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)