|
2025-07-08 20:07:03, 1411 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: ეს არ არის არჩევნები, ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს
ეუთოს განცხადება ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ: „ქართული ოცნება“ არის მთავრობა, რომელსაც სინამდვილეში არ სურს არჩევნებზე რაიმე დემოკრატიული ფასადის შექმნა - ეს არ არის არჩევნები, არამედ ბრძოლის ველი, რომელზეც ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადება. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მოწოდება ხელისუფლებისადმი, მოიწვიონ სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე ადასტურებს, რომ ეუთო ამ არჩევნებს „მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის წარმოებისთვის არენად“ მიიჩნევს. „ეუთოს განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოთქმულია იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ოფიციალურად არ იქნა მიწვეული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ. ეს არის მთავრობა, რომელსაც ნამდვილად არ სურს არჩევნების დროს რაიმე დემოკრატიული ფასადის შექმნა. ეს არ არის არჩევნები, ეს არის ბრძოლის ველი, რომელზეც ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს და არ მიატოვოს ეს ბრძოლის ველი. ეუთოს მიმართვა ხელისუფლებისადმი, მოიწვიოს თავისი სადამკვირვებლო მისია, ასევე ადასტურებს, რომ ეუთო ასევე მიიჩნევს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის არენას. ამიტომ, ის წინასწარ არ აცხადებს ამ არჩევნებს არალეგიტიმურად, მაგრამ მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სადამკვირვებლო ფუნქციების განხორციელება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად იცის, რომ კარგავს მნიშვნელოვან პოზიციებს ადგილობრივ არჩევნებში და იმდენად შეშინებულია, რომ მის მთავრობას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევაც კი არ სურს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)