|
2025-07-08 18:33:55, 1246 ნახვა
პოლიტიკა
არაერთგზის ძალადობაში ბრალდებულმა მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა. "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მაღალჩინოსანმა გადაწყვეტილება თავად მიიღო და შს მინისტრს გათავისუფლების პატაკი დილით ჩააბარა. მილერი ლაგაზაური ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული. მას სანქციები დაუწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც. ბრიტანეთის მიერ 2024 წლის 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასანქცირებული შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ცოტა ხნის წინ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ზვიად ხარაზიშვილმაც ("ხარება") დატოვა. თანამდებობა ასევე დატოვა შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამასთან, შსს-ის ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე კი ვაჟა სირაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ლევან მაისურაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)