18:52 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-07 19:44:55, 1834 ნახვა

სამართალი
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება

8 ივლისს, სამშაბათს, სააპელაციო სასამართლოში სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით მორიგი სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

8 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლო დარჩენილ მტკიცებულებებს გამოიკვლევს, რაც საქმეზე განხილვის დასრულებასაც ნიშნავს. აღნიშნულ სხდომაზე, შესაძლებელია, გამოცხადდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ან სხვა თარიღამდე გადაიდოს. უშუალოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხარეებს მოგვიანებით გადაეცემათ.

დავის შესახებ: ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს.  სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავადაც იყენებს.

კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობოდა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს.

კომპანია „ჩირინა“ იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ შეფასებას გააკეთებს, რაც საქმის სამართლიანად გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

„ჩირინა“ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ათასამდე ადამიანს ასაქმებს. ხარისხიანი ქართული პროდუქტის წარმოებასათან ერთად კომპანიას ქვეყანაში ინოვაციური მიდგომები და ცოდნა შემოაქვს. 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმება კი სერიოზული ფინანსური დარტყმა იქნება „ჩირინასთვის“ რამაც, შესაძლოა, კომპანიის გაკოტრება გამოიწვიოს - აღნიშნული უარყოფითად აისახება არამხოლოდ დასაქმებულებზე, არამედ, ზოგადად, სექტორის განვითარებაზე.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics