|
2025-07-04 23:53:21, 1398 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება ირწმუნება რომ სირიასთან ახალ ურთიერთობას იწყებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ სირიის ახალი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა მათთან თანამშრომლობის სრულად აღდგენის სურვილი დაადასტურა. "სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საკუთარი სურვილი აღდგეს თანამშრომლობა სრული ფორმატით, რასაც, რა თქმა უნდა, დავთანხმდით და დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, დავუბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვას. პირველ რიგში, ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი. სირიული მხარე დაინტერესებულია აფხაზეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ფარგლებში ლოჯისტიკური დერეფნების, სატრანსპორტო დერეფნების გახსნით, საკუთარი ტვირთის, საკუთარი პროდუქტის გადატანით უცხოურ ბაზარზე, მათ შორის ჩვენი პორტებისა და სატრანსპორტო შესაძლებლობების დახმარებით. ვთვლი, რომ ეს ჩვენი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აფხაზეთს შეუძლია შეიძინოს ბევრად უფრო დიდი წონა ტრანსრეგიონულ თანამშრომლობაში. სირიული მხარის ხელმძღვანელებს ველაპარაკეთ ჩვენს გახსნილ შესაძლებლობებზე, მათ შორის სოხუმში საერთაშორისო აეროპორტის გახსნაზე. ეს ინფორმაცია ინტერესით მიიღეს და ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში თანამშრომლობას სირიულ მხარესთან ფართო სპექტრში თანამშრომლობას დავიწყებთ. დავადასტურეთ, რომ აფხაზეთი მიიღებს მონაწილეობას რეგიონში, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას შორის ყველაზე დიდი ბაზრის გამართვის ღონისძიებაში, რომელიც დამასკოში, აგვისტოს ბოლოს 62-ჯერ გაიმართება." - თქვა ბარციცმა.
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
ტრამპი: ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ
აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე - ილია მეორის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ყველა მორწმუნისთვის, ჩემი გულწრფელი სამძიმარი ქართველ ერს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - მინდა, მივუსამძიმრო ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო
|
რედაქტორის რჩევით
93 წლიანი გზა, ილია მეორეს ბიოგრაფია
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში დეპუტატების მხრიდან საქართველოზე
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)