|
2025-07-04 23:10:14, 1116 ნახვა
პოლიტიკა
არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობას – კოალიცია ცვლილებისთვის ყაველაშვილზე
კოალიცია ცვლილებისთვის ივანიშვილის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ არცერთ ეტაპზე არ აპირებენ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. ყაველაშვილმა დღეს, 4 ივლისს მსჯავრდებულ ოპოზიციონერ ლიდერებს შესთავაზა, რომ მას შეწყალების თხოვნით მიმართონ. ივანიშვილის პრეზიდენტი პოლიტიკოსებს დათქმას უწესებს და მოითხოვს, რომ შეწყალების შესახებ განცხადებაში ოპოზიციონერებმა დაადასტურონ "საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ". კოალიცია ცვლილებისთვის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადებით დადასტურდა, რომ ოპოზიციონერი ლიდერები იმიტომ დააკავეს, რომ რეჟიმის ლეგიტიმაცია არ ცნეს. "ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ, კრიმინალურ პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების ერთადერთი გზა და რომ ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ. დადასტურდა ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ აღიარეს გაყალბებული არჩევნების შედეგები და არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია. ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგობაზე". - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. ყაველაშვილის განცხადებას ბრიფინგით უპასუხა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. კუპრაძის თქმით, " არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ ყაველაშვილს მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით".
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)