|
2016-03-20 12:09:54, 800 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა იმერეთის რეგიონის კოოპერატივები დაათვალიერეს
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში ჩეხური ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დაათვალიერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ნოდარ კერესელიძე და ტომაშ პერნიცკი ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების - ,,სარგო“, ,,მეღვინეობა კიცხი“ და ,,მეღვინეობა საზანო“ - წევრებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. უწყების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სარგო“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კოოპერატივში გაერთიანებულია 7 მეპაიე. 2015 წლის თებერვალში მათ მიიღეს 35 000 ევრომდე მოცულობის გრანტი, რომლითაც შეიძინეს რძის 2 გამაციებელი, პასტერიზატორი და რძის დოზატორი. კოოპერატივი „სარგოს“ რძის გადამამუშავებელი საწარმო რძეს ასევე იბარებს სოფლის მოსახლებიდან. კოოპერატივი პასტერიზებულ რძეს და მაწონს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაციას ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მეღვინეობა კიცხი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კოოპერატივში გაერთიანებულია 6 მეპაიე. კოოპერატივს 35 000 ევრომდე მოცულობის გრანტი აქვს მიღებული. კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა არის მეღვინეობა - ციცქასა და ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენება, ჩამოსხმა და ჭაჭის არყის გამოხდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „მეღვინეობა საზანო“ მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტში. კოოპერატივში გაერთიანებულია 6 მეპაიე. კოოპერატივი ახორციელებს ბიოყურძნის მოყვანას, ყურძნის გადამუშავებას და ღვინის წარმოებას. კოოპერატივმა მიიღო 35 000 ევროს მოცულობის გრანტი, ტრაქტორი და ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარები. კოოპერატივების წევრებთან შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ აღინიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. კოოპერაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას და სოფლად სიღარიბის დაძლევას. როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, ტომაშ პერნიცკიმ აღნიშნა, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება. მისასალმებელია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ENPARD-ის დაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ კოოპერატივის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ახალი სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელიც მესაქონლეობის კოოპერატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს. კოოპერატივების წევრებთან შეხვედრას ჩეხეთის საელჩოს, ჩეხური ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ წარმომადგენლები და ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)