|
2025-07-02 20:03:04, 888 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას არ ესწრება
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ ესწრება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას, რომელიც თბილისში, საელჩოს ტერიტორიაზე დღეს, 2 ივნისს, ამ წუთებში აღინიშნება. რადიო თავისუფლების უწყება, რომ მისი მთავრობიდან მიღებას ესწრებიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. საელჩოში იმყოფება აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ზალკალიანი და ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათ შორის „ფედერალისტებიდან“ გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი. საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა არა - „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე წელს 249-ედ აღინიშნება. გასულ წელს საელჩოში გამართულ მიღებას ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, თუმცა მას საზოგადოებისთვის სიტყვით არ მიუმართავს. ბოლო წლებში წელს პირველად საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ისე აღინიშნება, რომ მას შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. 2024 წლის 30 ნოემბრს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა. საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა - ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)