|
2025-07-02 11:27:43, 677 ნახვა
პოლიტიკა
რაჟდენ კუპრაშვილი - „ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონს ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს
„ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონს ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს-მხარს უჭერენ ის ორგანიზაციები, ვისაც სურს იმუშაოს კეთილსინდისიერად და გამჭვირვალედ. ვინც არ უჭერს მხარს გამჭვირვალობას, ვფიქრობ, ისინი ეწევიან შეფარულ საქმიანობას, ეს არ არის კარგი,- ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც კუპრაშვილმა აღნიშნა, ცრუა ინფორმაცია, თითქოს ეს კანონები უზღუდავს რომელიმე ორგანიზაციას საქმიანობას. „ანტიკორუფციული ბიურო აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს იმ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ვისაც ეხება ის საკანონმდებლო სიახლე, რომელიც უკავშირდება „გრანტების შესახებ“ კანონს. დღეს და ხვალ გვექნება 400 არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრა. სამუშაო ფორმატში განვიხილავთ იმ მონიტორინგის რეგულაციებს, რაც კანონს აქვს განსაზღვრული. ამ კანონპროექტებს, როგორიც არის „ფარას“ კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონი, ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს. მას მხარს უჭერენ ის ორგანიზაციები, ვისაც სურს იმუშაოს კეთილსინდისიერად და გამჭვირვალედ. ვინც არ უჭერს მხარს გამჭვირვალობას, ვფიქრობ, ისინი ეწევიან შეფარულ საქმიანობას, ეს არ არის კარგი. ეს არ არის დემოკრატიული და ევროპული სტანდარტი, რასაც ისინი ამ დღეების განმავლობაში გვახვევენ თავს. ასევე, ცრუა ინფორმაცია, თითქოს ეს კანონები უზღუდავს რომელიმე ორგანიზაციას საქმიანობას. ეს კანონი აწესებს რეგულაციებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა კუპრაშვილმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)