|
2025-07-01 16:36:16, 807 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს
ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ დრომდე დაუბალანსებელი იყო ინტერესთა კონფლიქტი და არსებობდა კონკრეტული კომერციული ინტერესები. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არსებობს ნარკოტიკული საშუალებების ავად მოხმარების ხელშეწყობის დიდი რისკი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირება სჭირდება. „ინიციატივის მიხედვით, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ასევე იზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. სხომაზე აღინიშნა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტების შესახებ ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება, რაც შეეხება იმპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, ამისთვის, განსაზღვრული ვადა 1-ელი ოქტომბერი იქნება“, - განაცხადა სარჯველაძემ. ცნობისთვის, მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში. მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლი - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში - შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას. სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში 10 გრამიდან 150 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე. რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის (155-დან 750 გრამამდე), მარიხუანას - გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140-დან 500 გრამამდე, შეძენა-შენახვას გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე. განსაკუთრებულ დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მეტს, მარიხუანას - გამომშრალი შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტს, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტს, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას. გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანასა და მცენარე კანაფის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)