|
2025-07-01 15:42:55, 803 ნახვა
პოლიტიკა
კვლევა — ოპოზიციის ამომრჩევლების უმეტესობა მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტს ემხრობა
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აქვეყნებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) უახლესი გამოკითხვის შედეგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
კვლევის შედეგების მიხედვით, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის წინააღმდეგია. კერძოდ, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების პოზიციები ასე გადანაწილდა:
თუმცა, საქართველოს მთელ მოსახლეობაში უფრო მეტია მათი წილი (45.5%), ვინც ემხრობა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. 38,1%-ის აზრით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ ან საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა. „საველე სამუშაოები დასრულდა ორი დღის წინ, 30 ივნისს. პრეზენტაციამდე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ გამოკითხვის ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ“ შედეგს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობაში უფრო მეტია იმათი წილი (45.5%), ვინც იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ. თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში შედიან თბილისელებიც, არათბილისელებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, ოპოზიციური და ქ. ოცნების ამომრჩევლებიც და ა.შ. ამდენად, ჭრილებია საინტერესო“, — წერს იაგო კაჭკაჭიშვილი. ის ხაზს უსვამს, რომ პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში წამყვანია ბოიკოტოს იდეა, ხოლო ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, ყოველგვარი დათქმის გარეშე, გამორჩეულად უჭერენ მხარს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები (70.4%). საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე, რომ ISSA ატარებდა საზოგადოებრივი აზრის ახალ გამოკითხვას საქართველოს მოსახლეობაში, 2000 რესპონდენტზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი). ISSA-ის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2 000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის დონორია სამოქალაქო საზოგადოების ფონდი. „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) წინა კვლევის თანახმად, რომლის საველე სამუშაოები 2025 წლის 5-20 მაისს ჩატარდა, გამოკითხულთა 54% ფიქრობდა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ასევე, იმ 54,5 %-დან, რომელიც არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მომხრეა, ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) – ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც. სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა მოგვიანებით განმარტა ISSA-ს კვლევის შედეგები და აღნიშნა, რომ პროევროპელი ამომრჩევლების იმ ნაწილში (55%), ვინც მხარს უჭერს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, უმრავლესობა (54%) ემხრობა იმას, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)