|
2025-07-01 14:55:41, 911 ნახვა
პოლიტიკა
დავით დონდუა საგარეო სამინისტროში რეორგანიზაციაზე - წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას და მის ფარგლებში თანამშრომელთა გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა“. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ასევე, სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც მისი თქმით, პროფესიული პრინციპებისა და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა. „საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი მენაღარიშვილის დანიშვნისთანავე, თავხედურად „შევაჭერი“ მის კაბინეტში და ვუთხარი, რომ მაქვს crazy idea. „გისმენო“ - მიპასუხა. მინდოდა ამეხსნა, რომ უწყებაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები ულოგიკოდ იყო მიმოფანტული, ზოგი კი საერთოდ „უპატრონოდ“ იყო მიტოვებული. ამდენად, ნატო-ს ოთხკაციანი სამმართველოს ნაცვლად, კარგი იქნებოდა დიდი დეპარტამენტის შექმნა, სადაც თავს მოიყრიდა უსაფრთხოების სფეროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დავიწყე თუ არა საუბარი, მალევე გამაჩერა. „მივხვდი, რის თქმასაც აპირებ და ამაში crazy არაფერია. ეს ყველაფერი მოხსენებითი ბარათით, ოფიციალურად მომაწოდე. დაასაბუთე აუცილებლობა და დაურთე დეპარტამენტის სტრუქტურის პროექტი, თავისი საშტატო ერთეულებით“. ამ საუბრიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სამინისტროში შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი, ოთხი სამმართველოთი და 18 თანამშრომლით. (ზუსტად იმდენით, რამდენიც მოვითხოვეთ. არავის უვაჭრია „ამდენი რად გინდა“, „ნაკლებიც გეყოფათო“). დეპარტამენტში თავი მოიყარა ნატო-სთან პარტნიორობამ, ეუთო-ს პირველმა განზომილებამ, განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის თემატიკამ, ექსპორტის კონტროლის ეროვნული სისტემის შექმნამ, აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივმა ურთიერთობებმა, რუსეთთან მოლაპარაკებებმა სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, აშშ-ის მხარდაჭერით ეროვნული გვარდიის, სანაპირო და საზღვრის დაცვის მოწყობის დიპლომატიურმა უზრუნველყოფამ და კონფლიქტების მოგვარების თემამ. დეპარტამენტში თავიდანვე ჩამოყალიბდა ერთგვარი esprit de corps, რამაც ხელი შეუწყო სპეციფიკური დარგის კვალიფიციური კადრების აღზრდას. შედეგად, ოცდაათი წლის განმავლობაში დეპარტამენტში დაგროვდა უნიკალური ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც ესოდენ ფასეულია ნებისმიერი ქვეყნის საჯარო სამსახურისთვის. დღეს ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა. სოლიდარობა ყველას, ვინც პროფესიული პრინციპებისა და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! საქართველო ევროპაა!“- წერს დავით დონდუა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)