|
2025-06-30 16:05:20, 712 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენზე ზეწოლა, მით უფრო ძლიერი და მტკივნეული იქნება ჩვენი პასუხები ივანიშვილის რეჟიმის მიმართ
ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი აგრძელებს მთავარი ოპონენტის, მამუკა ხაზარაძის დევნას... ბრძოლას და წინააღმდეგობას ნებისმიერ ფასად გავაგრძელებთ. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენზე ზეწოლა, მით უფრო მტკივნეული იქნება ჩვენი პასუხები ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საგამოძიებო კომისიამ, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ პროკურატურას ხელმეორედ მიმართა. კუპრაძის თქმით, საპროტესტო მოძრაობას მათი კოალიცია გვერდით ბოლომდე დაუდგება, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კი საპატიმროდან გააგრძელებენ ბრძოლას. „დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი აგრძელებს მთავარი ოპონენტის დევნას. დღეს კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი კიდევ ერთხელ იყო დაბარებული წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე. რა თქმა უნდა, პასუხი იყო პრინციპული და მკაფიო, რომ მამუკა ხაზარაძე წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ აპირებდა გამოცხადებას. მამუკა ხაზარაძე არ აპირებს არანაირ კომუნიკაციას „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტთან. ჩვენთვის ცხადია, რომ ეს ბრძოლა გრძელდება ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად. მას შემდეგ, რაც წულუკიანმა და რუსულმა რეჟიმმა მიიღო მკაფიო პასუხი მამუკა ხაზარაძისგან, რომ ის არ გამოცხადდებოდა ყალბ საგამოძიებო კომისიაზე, წულუკიანმა და ივანიშვილის დამქაშებმა კიდევ ერთხელ, მეორედ გადასცეს მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურას. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ეშინია მისი მთავარი ოპონენტის, ეშინია პერსონალურად მამუკა ხაზარაძის და იმ გუნდის, რომელიც იბრძვის ყველა შესაძლებლობის ფარგლებში, იქნება ეს ქუჩა, საგარეო ველი თუ ის საპროტესტო მუხტი, რომელიც აუცილებელია, რომ გაძლიერდეს. ამ საპროტესტო მოძრაობას ჩვენ ბოლომდე დავუდგებით გვერდში. მათ შორის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროდან გააგრძელებენ ბრძოლას. ჩვენი განაცხადი ძალიან მარტივია, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის განაცხადი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას ნებისმიერ ფასად. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენზე ზეწოლა, მით უფრო ძლიერი და მტკივნეული იქნება ჩვენი პასუხები ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ. ჩვენ არ გავჩერდებით, ბრძოლა მივა ბოლომდე. მამუკა ხაზარაძე საპატიმროში ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ის ჩინოვნიკები, რომლებიც დაფაშფაშებენ და დაძრწიან გაყალბებული და არალეგიტიმური პარლამენტის დერეფნებში“, - განაცხადა კუპრაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ კომისიის სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, პროკურატურას მეორედ მიმართავს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკოსების უარის გამო, დაეკმაყოფილებინათ კომისიის მოთხოვნა დღევანდელ სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვასთან დაკავშირებით, საქმე გადაიგზავნოს შემდგომი შეფასებისა და რეაგირებისთვის პროკურატურაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)