|
2025-06-30 12:53:47, 487 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში
ოპოზიციაში ისეთი პოლიტიკური ფიგურები არიან, მათი ერთობა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მანვე განმარტა, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაზე ელენე ხოშტარიას მიერ დაწყებული შიმშილობაც მიუთითებს. „ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა ვუსურვებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიუთითებს, რა მდგომარეობაა ოპოზიციაში. მესმის, რომ თავიანთი პატრონები გარედან ცდილობენ მათ ერთ პლატფორმაზე თავმოყრას, ამის არაერთი მცდელობა იყო. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მესმის მათიც – თუ პოლიტიკურ პროცესებში არ მიიღებ მონაწილეობას, რადარებიდან გაქრები და ხალხის მცირე მხარდაჭერაც არ გექნება. შესაბამისად, ვხედავთ განხეთქილებას, თუმცა დეტალებში არ მინდა შევიდე. ჩვენ მზადება დაწყებული გვაქვს მომდევნო არჩევნებისთვის, არსებობს გამწვევები, რასაც ღირსებული პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ოპოზიციის წარმოამდგენლები საგამოძიებო კომისიაზე განგებ არ ცხადდებიან და ამ გზით პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობენ. „საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებაც მათი მხირდან წინასწარ გადადგმული ნაბიჯებია. კარგად იციან, თუ არ გამოცხადდებიან ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, იციან, რომ სასჯელიც დიდი არ არის და ამით უნდათ პოლიტიკური „ბენეფიტების“ მიღება. ისმის მეორე კითხვა-მართალი ადამიანი თუ ხარ, რა პრობლემაა მისვლა და პასუხების გაცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)