|
2025-06-29 12:12:10, 745 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ჩემი მდგომარეობა ნორმალურია, მნიშვნელოვანია ამ მომენტში შეუპოვრობა
პარლამენტის წინ უწყვეტი აქციის მონაწილეები შიმშილობას აგრძელებენ. ელენე ხოშტარია, გედევან ფოფხაძე, ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია. მათივე თქმით, პროტეტის უკიდურესი ფორმით "ოცნების" ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლას აცხადებენ. დღეს შიმშილობის მესამე დღეა. ელენე ხოშტარიას გასულ ღამეს უკვე ექიმების დახმარება დასჭირდა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ იცის, რამდენად მიშვნელოვანია ახლა შეუპოვრობა და მტკიცედ დგომა. ,,ჩემი მდგომარეობა ნორმალურია, მე ვიცი ჩემი ძალები. მე ვიცი, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ამ მომენტში შეუპოვრობა და ძლიერად ყოფნა, რომ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ, რომ არის აქცია 20:00 საათე საღამოს და მე ძალიან მინდა, რომ ეს აქცია იყოს სერიოზულად გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ერთი, დიახ, ჩვენ ვდგავართ მიუხედავად რეჟიმის შეტევისა, ჩვენ ვდგავართ ბევრნი და მეორე, ოპოზიციის ერთობისკენ და შეჯერებისკენ გადადგმული ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პოლიტიკური ლიდერები, ის პოლიტიკოსები, ვისაც ხმა აქვთ მათან მიღებული, დიახ, წინა ხაზზე იდგებიან და აბსოლუტურად შეუპოვრები იქნებიან ამ ბრძოლაში, - ამბობს ელენე ხოშტარია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)