|
2025-06-28 15:46:36, 759 ნახვა
პოლიტიკა
Amnesty - ოპოზიციონერთა დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
„ოპოზიციის წარმომადგენლების საპარლამენტო კომისიაში დაბარება და მათი დაპატიმრება პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმის გამო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, - აცხადებს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი. ორგანიზაციის შეფასებით, სერიოზული შეშფოთება უკავშირდება საქართველოში „მთავრობის კრიტიკოსების გასაჩუმებლად საკანონმდებლო, საპოლიციო და სხვა უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას“. უფლებადამცველი ორგანიზაცია გამოყოფს ბოლოს დაკავებული პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის საქმეს და წერს: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სასტიკი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, უნდა შეწყვიტოს მომიტინგეებისა და პოლიტიკური აქტივისტების მიზანში ამოღება... და გაათავისუფლოს გივი თარგამაძე და ოპოზიციის კიდევ ექვსი წევრი, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ციხეში ჩასვეს“, - წერია განცხადებაში. „ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ისეთი პრაქტიკა, რომელიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს. ხელისუფლებამ უნდა დაიცვას და უზრუნველყოს ქვეყანაში ყველას ადამიანის უფლებები“, - აცხადებს Amnesty International-ი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)