|
2025-06-28 12:31:17, 901 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ახლა მთავარი ოპოზიციის ერთიანობა და ორგანიზებულობაა
ჩვენ ვხედავთ უამრავი ახალგაზრდა პატიმრის, პოლიტიკოსების თავგანწირვას, რომლებიც ციხეში არიან და სწორედ ამ თავგანწირვის მიდგომით დავანგრევთ ამ კედელს, რასაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ჰქვია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის მეორე დღეა, შიმშილობს. მისივე თქმით, ახლა მთავარი ოპოზიციის ერთიანობა და ორგანიზებულობაა. „ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის გზაჯვარედინზე ვართ - რუსებთან, პრაქტიკულად რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ბრძოლის სწორი სტრატეგია გვქონდეს ამ რეჟიმთან. სწორი სტრატეგია რამდენიმე პუნქტისგან შედგება, პირველი, ეს არის, ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან, ამაში შედის რა თქმა უნდა, არათუ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება, არამედ, ამ არჩევნების დელეგიტიმაცია და ხალხთან მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ეს არჩევნები ვერ შედგეს, როგორც ვერ შედგა პარლამენტი, პრეზიდენტი, კომისია და ა.შ. ამ დელეგიტიმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციის დაორგანიზება, როცა პოლიტიკური სიცხადე შემოვა, აქციებიც ახალ ეტაპზე გადავა. ახლა ხალხი ბუნებრივია, დაბნეულია და აუცილებელია ჩვენი პარტნიორებისთვის თქმა, რომ საქართველო ის ქვეყაანაა, სადაც ვერც ომი და ვერც ჰიბრიდული ომი ვერ აჩერებს ხალხს ბრძოლილსგან. ჩვენ ვხედავთ უამრავი ახალგაზრდა პატიმრის, პოლიტიკოსების თავგანწირვას, რომლებიც ციხეში არიან და სწორედ ამ თავგანწირვის მიდგომით დავანგრევთ ამ კედელს, რასაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ჰქვია“, - განაცხადა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)