|
2025-06-28 11:52:14, 713 ნახვა
პოლიტიკა
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალი წევრები საზოგადოებას 29 ივნისს, პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ
ელენე ხოშტარიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალი წევრები სოლიდარობას უცხადებენ და საზოგადოებას 29 ივნისს, პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ. სხვადასხვა პოლიტიკური ძალის პოლიტიკოსებმა, რომლებიც პარლამენტთან შეიკრიბნენ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი საზოგადოებას, ხვალ, 29 ივნისს პარლამენტთან მისვლისკენ და „რეჟიმის ჩამონგრევისკენ მოუწოდებენ“. „ქალები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან მოვედით პარლამენტთან ელენე ხოშტარიასთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად. მას როგორც პოლიტიკოსს, როგორც ქალს, როგორც დედას ვუცხადებთ სოლიდარობას და ვაფასებთ ამ თავგანწირვის აქტს. ამავდროულად ჩვენ ერთად მოვუწოდებთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ცხადად ხედავს და გააზრებული აქვს სიტუაციისა და ვითარების სიმძიმე, ამიტომ გთხოვთ 29 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე ოჯახებით მივიდეთ პარლამენტთან და სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცადოთ პოლიტიკოსებს, სინდისის პატიმრებს, რეჟიმის ტყვეებსა და ქალ პოლიტპატიმრებს, რომ ჩვენ რეჟიმის ჩამონგრევა შევძლოთ“ - აცხადებენ ქალი პოლიტიკოსები. ცნობისთვის, ხვალ, 29 ივნისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქციაა დაანონსებული, რომელსაც როგორც პოლიტიკური პარტიების წევრები, ისე საზოგადოებრივი ჯგუფებიც უერთდებიან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)