|
2025-06-24 19:53:01, 707 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოსთან დაკავშირებით დღესვე უნდა ვიმოქმედოთ, თუ არ გვინდა, რომ მივიღოთ მეორე ბელარუსი კავკასიაში
საქართველოსთან დაკავშირებით დღესვე უნდა ვიმოქმედოთ, თუ არ გვინდა, რომ მივიღოთ მეორე ბელარუსი კავკასიაში. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE ) ვიცე-პრეზიდენტმა, კნუტ აბრაჰამმა განაცხადა. აბრაჰამის თქმით, ოპოზიციონერების დაპატიმრება, საზოგადოების დაშინება, დემონსტრანტების ცემა და დაკავება „ძალიან ნაცნობად ჟღერს“ და „ჩვენ შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია“. მან მოუწოდა მინისტრთა კომიტეტს, დაიცვან ევროპის საბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, ვიდრე გვიანი არ არის. “ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და მათი გისოსებს მიღმა მოქცევა, დემონსტრანტების ცემა და დაპატიმრება - ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს, ეს დღეს რეალობაა რუსეთსა და ბელარუსში. ძალიან დიდ ხანს ვუყურებდით ერთი მეორეს მიყოლებით, როგორ მიიღებოდა რეპრესიული კანონები მანამდე, სანამ გვიანი არ იყო, მაგრამ ჩვენს შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია. ასე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან დაკავშირებით, თუ არ გვინდა, რომ მეორე ბელარუსი მივიღოთ კავკასიაში! საქართველოში ყოველ დღე ახალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აპატიმრებენ. როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, საქართველომ ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიის დაცვის ვალდებულება აიღო. მინისტრთა კომიტეტს მოვუწოდებ, დაიცვან ევროპის საბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, სანამ გვიანი არ არის!”, - განაცხადა აბრაჰამმა.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)