|
2025-06-24 17:42:56, 740 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი ჩორჩანას ფაქტზე - ჩვენი ტერიტორიების 100 ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა, ამას სჭირდება ახსნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის 100 ჰექტარი დაიკარგა, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა განმარტება. შესაბამისი განცხადება ოხანაშვილმა, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით განმეორებით დაბარებაზე საუბრისას განაცხადა. სუს-ის უფროსის თქმით, საგამოძიებო კომისიის წინაშე დაბარებული პირი არ გამოცხადდა, რაც საჭიროებს შესაბამის შეფასებას. „ჩორჩანასთან დაკავშირებით არის ორის მოცემულობა: ერთი ის, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე დაბარებულია კონკრეტული პირი და ფაქტია, რომ ის არ გამოცხადდა კომისიის წინაშე, რა ახსნა აქვს, ეს პარლამენტის და საგამოძიებო კომისიის შესაფასებელია. ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 100 ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა. ამას სჭირდება ახსნა. ჩვენ დაველოდებით და მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის წინაშე რა განმარტება გაკეთდება“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. კითხვაზე, ვინ იყო საქმის კურსში ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით, ოხანაშვილი პასუხობს, რომ საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდის ავლით იქნა მიღებული. „ფაქტი არის ის, რომ ეს არ იყო კოორდინირებული პასუხისმგებელ უწყებასთან, რომელსაც პირდაპირ ევალება ე.წ საოკუპაციო ხაზთან კონკრეტული საკითხებში ჩართულობა ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის გვერდის ავლით განხორციელდა ეს ყოველივე“,- განაცხადა ოხანაშვილმა. ამასთან, კითხვაზე გახარია საქართველოში არ დაბრუნდება მოხდება თუ არა მის მიმართ ძებნა გამოცხადებული, ოხანაშვილი ასე პასუხობს: „ ეს არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია. ამისთვის შესაბამისი უწყება არის პასუხისმგებელი“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)