00:05 - 14 Aug, 2026
|
2025-06-23 22:00:23, 1549 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება უნდა იყოს ხალხის ნების შედეგი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა არ იყო ლეგიტიმური. ემანუელ მაკრონის თქმით, ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება უნდა იყოს ხალხის ნების შედეგი და არა ბომბების. „ამ დარტყმებს არ აქვს ლეგიტიმურობის ჩარჩო, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი იზიარებს იმ მიზანს, რომ ირანი არ ფლობდეს ბირთვულ იარაღს. მე მჯერა ხალხის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის… ამიტომ ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, ხალხის ადგილი დავიკავოთ მათი ლიდერების შესაცვლელად“, – ამბობს მაკრონი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)